„ინტერ მაიამის“ მფლობელი, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ოცნებობს, რომ საკუთარ გუნდში ორი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დუეტი იხილოს.
„ბარსელონას“ კაპიტანსა და „იუვენტუსის“ ფორვარდს ჯამში 11 „ოქროს ბურთი“ აქვთ.
„თუ იქნება შესაძლებლობა, ჩვენ ევროპელ ვარსკვლავებს მოვიწვვთ, – ციტირებს ბექჰემის სიტყვებს El Mundo Deportivo.
– ჩვენ კონტაქტს ვინარჩუნებთ მესისთან და რონალდოსთან. ვოცნებობთ, რომ ჩვენს გუნდში მათი ერთობა ვიხილოთ, პრინციპში ისევე, როგორ მსოფლიოს ნებისმიერი გუნდი.“