ბექჰემი მბაპეს აგენტობას აპირებს
ბექჰემი მბაპეს აგენტობას აპირებს

ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტან დევიდ ბექჰემს, რომელიც დღეისთვის „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბ „ინტერ მაიამის“ მფლობელია, სურს, „პარი სენ-ჟემენის“ ფორვარდ კილიან მბაპეს აგენტი გახდეს, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ 44 წლის ინგლისელი მითითებულია კომპანია „ფუტვორკ მენეჯმენტ ლიმიტედის“ (Footwork Management Limited) დირექტორთა სიაში.

წყაროს ცნობით, ბექჰემს სურს, რომ მისი პირველი კლიენტი გახდეს მბაპე. ინგლისელს მიაჩნია, რომ ფრანგთან თანამშრომლობამ შეიძლება მის კომპანიას სერიოზული მოგება მოუტანოს, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალი „პარი სენ-ჟერმენში“ გაურკვეველია და ფორვარდის შეძენით დაინტერესებულები არიან „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“.

ასევე „დეილი მეილი“ წერს, რომ ბექჰემი უკვე რამდენჯერმე შეხვდა მბაპეს და თავის ყოფილ კლუბთან, „რეალ მადრიდთან“ კავშირების შესახებ მიანიშნა.