ბექაურმა მსოფლიო პირველობა იაპონელ მაშიამასთან გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მეორე რაუნდიდან დაიწყო ასპარეზობა ლაშა ბექაურმა. ქართველმა იაპონელი კოსუკე მაშიამა იოლად, ორი ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ასევე წარმატებულად დაიწყო გამოსვლა ლუკა მაისურაძემაც. პირველ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა ლიბანელი საგაიპოვი შეხვედრის ბოლო წამებზე იპონით დაამარცხა და ისიც მერვედფინალშია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალია, რომელიც გუშინ 81 კგ-ში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.