ბექაურმა და მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ (ორივე 90კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბექაურმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი ორი ულამაზესი გდებით დაამარცხა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ კი კუბელ სილვა მორალესს ვაზარით სძლია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე მხოლოდ ერთი ოქროს მედალი იყო, რომელიც 81 კგ-ში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.