ბექაური და მაისურაძე ნახევარფინალში დამარცხდენ და ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ​​ [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალურ დაპირისპირებებში დამარცხდნენ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (ორივე 90 კგ).

ბექაური მსაჯების გადაწყვეტილებით მასპინძელ, უზბეკ ძიუდოისტთან დავლატ ბობონოვთან დამარცხდა.

მაისურაძეს კი იტალიელმა კრისტიან პარლატიმ დამატებით დროში ვაზარით მოუგო.

ორივე ქართველი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალია, რომელიც 81კგ-ში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.