ბექა ვაჩიბერაძისთვის წარმატებული გამოდგა უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურის შეხვედრა, რომელშიც მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
ხარკოვის „მეტალისტის“ ქართველმა ნახევარმცველმა თავისი ყოფილი კლუბის, ოდესის „ჩერნომორეცის” წინააღმდეგ (1:1) 88 წუთი ითამაშა და მე-19 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ქართველი ნახევარმცველის გოლი ძალიან ეფექტური გამოდგა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გერმანიის რეგიონალლიგაში შალვა ოგბაიძის „ვიქტორიას“ ბერლინური დერბი „დინამოსთან“ გადაიდო. ასევე მოხდა ლატვიაში – „ლიეპაიას“, სადაც ლუკა სანიკიძე და გიორგი კუცია თამაშობენ, ხოლო მწვრთნელი თამაზ პერტიაა, „მეტასთან“ უნდა ეთამაშა.
ლიეტუვის A ლიგაში ლევან მაჭარაშვილმა შეცვლაზე (67-ე წუთიდან) ითამაშა „სუდუვას“ შემადგენლობაში, რომელმაც მის ყოფილ გუნდს, „ჰეგელმანს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
საბერძნეთში გამოჩნდა ნიკა ნინუა, რომელმაც „პაოკ B“-ში ითამაშა საბერძნეთის სუპერლიგა 2-ის მატჩში სტუმრად „პანათინაიკოსი B“-სთან, რომელსაც ნინუას გუნდმა 4:1 მოიგო.