ბექა ტუღუში, რომელმაც სეზონი „სამტრედიაში“ დაასრულა, უგუნდოდაა და შესაძლოა, კარიერა დაასრულოს – 29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ეს პირველ არხთან განაცხადა.
„2018 წელი ჩემთვის ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. ჯერ ქუთაისის „ტორპედოდან” წამოსვლა მომიხდა, მერე კი „სამტრედიაში“ მივედი, რომელიც ეროვნული ლიგიდან გავარდა. დეკემბერში გუნდი დავტოვე და იმედი მქონდა, რომ ახალ წელს რომელიმე ამბიციურ გუნდში შევხვდებოდი. მაგრამ იანვარი მთავრდება და ისევ უგუნდოდ ვარ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, კარიერის დასრულება მომიწევს და ამაზე სერიოზულად დავფიქრდი. უამბიციო გუნდში თამაშს ისევ ეს მირჩევნია“ – ამბობს ბექა ტუღუში.
ტუღუში უარყოფს ინფორმაციას, რომ ბათუმის „დინამოში“ იწვევენ: „ეს დაიწერა, მაგრამ რეალურად ბათუმის „დინამოდან“ არ დანკავშირებიან. ზაფხულში, „ტორპედოდან“ წამოსვლისას დამიკაშირდნენ, ახლა კი არავინ შემხმიანებია, ისვეე როგორც სხვა გუნდებიდან და კარიერის დასრულებაზე ამიტომაც ვფიქრობ“.
„ტორპედოში“ ტუღუშმა 7 სეზონი გაატარა და 132 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ქუთაისელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა. ბექას გოლით გუნდმა 2016 წელს მარტვილის „მერანი“ თასის ფინალში დაამარცხა და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. 29 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასული სეზონი მოქმედ ჩემპიონ „ტორპედოში“ დაიწყო და შემდეგ „სამტრედიაში“ გადაბარგდა.