ბექა მიქელთაძის სუპერგოლი სამხრეთ კორეაში - ქართველების დაპირისპირებაში ლიდერი დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ. 29-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილის „ულსან ჰიუნდაიმ“ ბექა მიქელთაძის „გვანჯუ“ მიიღო და 0:2 დამარცხდა.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მიქელთაძე კი 70-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ მანამდე მოედანზე თავისი საქმე გააკეთა.
55-ე წუთისთვის „გვანჯუ“ იგებდა, მაგრამ მასპინძლები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ. ამ დროს მიქელთაძემ სუპერგოლი გაიტანა. საჯარიმოსთან ბურთი მიიღო და შეუჩერებლად კარში გაუშვა. ეს ახალ გუნდში მისი პირველი გოლია.
„ულსან ჰიუნდაი“ 61 ქულით სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში გამართული 29-ე ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერია, „გვანჯუ“ (45) კი მესამე პოზიციაზეა.