ბექა მიქელთაძემ ვოლგოგრადის „როტორის“ შემადგენლობაში გოლი გაიტანა, თუმცა, 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა.
სპარინგ-მატჩი რუსეთის ჩემპიონატის პაუზის დროს გაიმართა, რომელიც უეფას ერთა ლიგაში ეროვნული გუნდების თამაშებით იყო გამოწვეული. „როტორი“ ამხანაგური მატჩში საკუთარ ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა.
ანგარიში ახალგაზრდებმა 70-ე წუთზე გახსნეს. რვა წუთში ბექა მიქელთაძის წინააღმდეგ საჯარიმოში წესები დაარღვეს და ჯარიმა თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა – 1:1.
ბექა მიქელთაძე ვოლგოგრადელთა ქართველი მოთამაშეებიდან ერთადერთი იყო, რომელიც მოედანზე გამოჩნდა. არ უთამაშიათ ჯანო ანანიძეს და ნიკა ყიფიანს, ხოლო საბა კვირკველია და ზუკა დავითაშვილი საქართველოს ნაკრების შეხვედრებში მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ნაკრების წევრები თბილისიდან ვოლგოგრადში მანქანით დაბრუნდნენ და არა – თვითმფრინავით.