ბექა ლომთაძე ფინალშია
ბექა ლომთაძე ფინალშია

ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე დღეს ოთხმა ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ დაიწყო ასპარეზობა.

61კგ-ში მოასპარეზე ბექა ლომთაძემ ნახევარფინალში ინდოელ ავარე დაამარცხა და ფინალში რუს იდრისოვს დაუპირისპირდება.

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ აზერბაიჯანელ შარიფოვთან დათმო, მაგრამ მოწინააღმდეგის ფინალში გასვლის შემთხვევაში ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს.

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) უზბებ შაპიევთან წააგო მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ნიკა კენჭაძე (79 კგ) კი სომეხ გრიგორიანთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

ფინალური ბლოკი ხვალ, 22 სექტემბერს, 16.00 საათზე დაიწყება.