ლილუაშვილი და ბერულავა ნახევარფინალში არიან | მინსკი 2019
ლილუაშვილი და ბერულავა ნახევარფინალში არიან | მინსკი 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე სამბოში პირველი ბრძოლები გაიმართა. 68 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი მინდია ლილუაშვილი რუს ნიკიტა კლეცკოვს ხვდებოდა.

მატჩი საკმაოდ თანაბარი გამოდგა და საბოლოოდ ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა.

ნახევარვინალში ლილუაშვილი აზერბაიჯანელ ემილ ჰასანოვს შეხვდება.

დამაჯერებლად მოიგო თავისი შეხვედრა ბესარიონ ბერულავამ, რომელმაც 5-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი ჯეიჰუნ ჰუსეინოვი და ახლა ნახევარფინალში თავის მომდევნო მეტოქეს ელის. ეს იქნება იტალიელ ალესიო მიჩელისა და სომეხ დავით გრიგორიანს შორის გამარჯვებული.