ბექა გორგაძე სარაგბო „ოსკარის“ ნომინანტთა შორის დაასახელეს #1TVSPORT
სარაგბო გაზეთი „მიდი ოლიმპიკი“ ყოველწლიურად საფრანგეთის ჩემპიონატში წარმატებულ მოთამაშეებს სარაგბო „ოსკარის ოქროს პრემიით“ აჯილდოებს. წელს აღნიშნული ცერემონია 70-ედ იმართება და ნომინანტთა შორის, სხვებთან ერთად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ფრანგული „პოს“ კაპიტანი ბექა გორგაძეც არის წარდგენილი.
„პომ“ ახლახან დასრულებული საფრანგეთის პირველი დივიზიონის (TOP 14) რეგულარული ჩემპიონატი 52 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა. გორგაძემ გასულ სეზონში 19 მატჩი ითამაშა და ხუთი ლელო დადო.
„მიდი ოლიმპიკის“ დაჯილდოების ცერემონია 23 ივნისს გაიმართება.