ბექა გორგაძე „პოს“ სექტემბრის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „პოს“ ქართველი მესამეხაზელი ბექა გორგაძე სექტემბრის თვის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა – ასეთია ფრანგული კლუბის გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
სექტემბერში „პომ“ ოთხი მატჩი ჩაატარა, რომელთაგან ორი მოიგო და ორი წააგო. გორგაძემ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, „სტად ფრანსესთან“ მოგებულ (30:16) მატჩში კი ლელოს დადებაც მოახერხა.