ბექა გორგაძე - პორტუგალიამ განვლილი მატჩები კარგად ჩაატარა და ეს ფაქტორი ხვალინდელ შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის
ბექა გორგაძე - პორტუგალიამ განვლილი მატჩები კარგად ჩაატარა და ეს ფაქტორი ხვალინდელ შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება. მატჩი 7 მარტს პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება. პარიზში დღეს ორივე გუნდის წინასამატჩო პრესკონფერენაცია გაიმართა. მედიასთან საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და ბორჯღალოსნების კაპიტანმა ბექა გორგაძემ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: „ვფიქრობ ხვალ პორტუგალიის წინააღმდეგ კარგ მატჩს იხილავს გულშემატკივარი. ჩვენმა მეტოქემ 2 შეხვედრის მოგება მოახერხა და რუსეთთანაც ძალიან დაძაბულ და მძიმე დაპირისპირებაში დამარცხდა. მე ვფიქრობ რომ ხვალ მარტივი შეხვედრა არ გვექნება, თუმცა ჩვენ ვეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ, ის რაც დაგეგმილი გვაქვს როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. არაჩვეულებრივ სტადიონზე მოგვიწევს შეხვედრის ჩატარება, ძალიან კარგი ატმოსფეროა. ვეცდებით ჩვენი საუკეთესო მატჩი ვაჩვენოთ“.

ბექა გორგაძე: „ამ შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ და ვფიქრობ პორტუგალიასთან ძალიან კარგი მატჩი გამოვა. ჩვენმა მეტოქემ რაგბის ევროპაზე განვლილი შეხვედრები კარგად ჩაატარა და ეს ფაქტორიც მომავალ დაპირისპირებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ჩვენ ჩვენი საუკეთესო შეხვედრის ჩატარებას ვგეგმავთ“.