საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ბორდოს“ შემკვრელი, ბექა გორგაძე, ზედიზედ მეორე კვირაა ნოემბრის ტესტების სიმბოლურ ნაკრებში ხვდება.
ამჯერად გორგაძე სიმბოლურ გუნდში პოპულარულმა გამოცემამ – SkySports-მა შეიყვანა.
„შესაძლოა ქართველებმა ფლორენციაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა დათმეს, მაგრამ შინ სამოელთა დამარცხება მოახერხეს – 27-19.
ბექა გორგაძე ჩვენს გუნდში „ბორჯღალოსნების“ წარმატებული თამაშის შედეგად მოხვდა.
ღონიერი 22 წლის მორაგბე მძლავრი ქართული შერკინების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ქართველებმა გამარჯვება 16 ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრის შემდეგ მოახერხეს. გორგაძე ოთხ მეტოქეს გაცდა, ბურთი წინ 12-ჯერ წაიღო, ცხრა ბოჭვა შეასრულა და სამოელებს ბურთი ერთხელ აართვა.“ – წერს SkySports.
სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება – 1. კიან ჰილი (ირლანდია), 2. გილემ გირადო (საფრანგეთი), 3. ტად ფურლოგი (ირლანდია), 4. დევინ ტონერი (ირლანდია), 5. ჯეიმს რაიანი (ირლანდია), 6. მაიკლ ლიჩი (იაპონია), 7. პიტერ ო’მანი (ირლანდია), 8. ბექა გორგაძე (საქართველო), 9. ტომოს ვილიამსი (უელსი), 10. ანდრე პოლარდი (სამხრეთ აფრიკა), 11. ჯეიკობ სთოქდეილი (ირლანდია), 12. რიოტო ნაკამურა (იაპონია), 13. ჰუ ჯონსი (შოტლანდია), 14. კენკი ფუკუოკა (იაპონია), 15. რობ კარნი (ირლანდია)