ბენზემასთან, ალვეშთან და დემბელესთან ერთად - მამარდაშვილი ლა ლიგის სიმბოლურ გუნდშია #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილი Sofascore-მა ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში „ვალენსიას“ ქართველმა კიპერმა „ხეტაფესთან“ (0:0) შეხვედრაში გუნდის კარი მშრალად შეინახა და მეკარეებს შორის საუკეთესო შეფასება 8,1 ქულა დაიმსახურა.
გიორგი მამარდაშვილი „ხეტაფესთან“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. 71-ე წუთზე მამარდაშვილმა უკან დაგორებული ბურთი ახლოს მდგარ ბორხა მაიორალს მოარტყა და ბურთი „ვალენსიას“ კარში აღმოჩნდა. მაგრამ ვიდეორეფერიმ „ხეტაფეს“ მოთამაშეზე ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
ეს იყო ერთადერთი შეცდომა, რომელიც გოლის არჩათვლის გამო მხედველობაში არ მიიღეს. ქართველი მეკარე თამაშში რამდენჯერმე ჩაერთო, 6 სეივი განახორციელა და საერთო ჯამში, საიმედოდ ითამაშა. ესპანური გამოცემა „მარკას“ შეფასებით, მამარდაშვილი უფრო საიმედოა, ვიდრე სექტემბერში, როდესაც შემადგენლობიდან ამოაგდეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და „ვალენსიას“ მეკარე სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს ცნობილი ვარსკვლავების გვერდით – მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ 5 მოთამაშეს ჰქონდა, მათ შორის, დანი ალვეშს, ქარიმ ბენზემას და უსმან დემბელეს.