ბენზემამ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი გამოტოვოს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა, დიდი ალბათობით, გამოტოვებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას.
როგორც გამოცემა Get French Football News იტყობინება, საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში არ სჯერათ, რომ მადრიდის „რეალის“ ფორვარდი მზად იქნება ავსტრალიის წინააღმდეგ სასტარტო მატჩისთვის. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს ჩაატარებს.
კუნთის ტრავმის გამო, ბენზემამ გამოტოვა „რეალის“ ბოლო 10 მატჩიდან ექვსი.
მიმდინარე სეზონზე 34 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.