მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა არ არის წინააღმდეგი, რომ საფეხბურთო კარიერა თავის მშობლიურ „ლიონში“ დაასრულოს, იუწყება „ფუტბოლ ესპანია“.
„მე ასეთ ფეხბურთელად „ლიონის“ წყალობით ვიქეცი. ამჟამად დაბრუნებას არ ვგეგმავ, რადგან „რეალთან“ ერთად ისტორიის შექმნა მსურს. მოგვიანებით რა იქნება, დრო გვაჩვენებს. შესაძლოა, კარიერა „ლიონში“ დავასრულო“, – ამბობს ბენზემა.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა „ლიონში“ 2004-2009 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი მადრიდის „რეალში“ გადავიდა, სადაც ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ კი ესპანეთის ჩემპიონი.