მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა ამ სეზონში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პრიზი ცნობილი ჟურნალის Onze Mondial-ის მიერ არის დაწესებული.
ფრანგმა ფეხბურთელმა ხმების 47.3 პროცენტი მიიღო და გაუსწრო „ბარსელონას“ ფორვარდს ლიონელ მესისა (20,1%) და „ბაიერნის“ თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის (11,3%).
33 წლის ბენზემამ ლა ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ცოტა ხნის წინ, ბენზემამ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მიიღო მიწვევა საფრანგეთის ნაკრებში და ევრო 2020-ზე ითამაშებს.
შარშანდელ სეზონში Onze Mondial-ის პრიზი „ლივერპულის“ ფორვარდმა სადიო მანემ მიიღო. ამ საფეხბურთო პრემიას 1976 წლიდან გადასცემენ.