ბენზემა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა
ბენზემა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა

„სამეფო კლუბის“ ფორვრადი ქარიმ ბენზემა ლა ლიგაში ივნისის საუკეთესო ფებურთელად დაასახელეს, – ინფორმაცია ესპანეთის ჩემპიონატის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

2020 წლის ივნისში მადრიდის „რეალის“ ფრანგმა ლეგიონერმა ხუთი მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი ბურთი და ანგარიშზე ერთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

2019/2020 წლის სეზონში კი ბენზემა 17 გოლისა და შვიდი საგოლე პასის ავტორი გახდა.