ბენუა პერი ლიონის ტურნირის გამარჯვებულია
ბენუა პერი ლიონის ტურნირის გამარჯვებულია

საფრანგეთის ქალაქ ლიონში ATP-ის 250-იანი სერიის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ფრანგი ბენუა პერი და კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაიპირისპირდნენ.

ფრანგმა შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა და დამაჯერებლად, ანგარიშით 6:4, 6:3 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე ჩვენი თანამემამულე ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოდიოდა და მან ნახევარფინალური შეხვედრა კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დათმო.