„ბენიდორმთან“ გიორგი ჯინჯოლავას იჯარა დეკემბერში იწურება
„ბენიდორმთან“ გიორგი ჯინჯოლავას იჯარა დეკემბერში იწურება

„საბურთალოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი გიორგი ჯინჯოლავა ესპანეთის „ბენიდორმში“ ზაფხულიდან იჯარით გადავიდა.

19 წლის მცველის თქმით, კლუბში კარგად დახვდნენ და მწვრთნელიც კეთილგანწყობილია.

„ახალ გარემოსა და კლუბს კარგად შევეგუე. ფეხბურთელებმა ძალიან თბილად მიმიღეს. რამდენიმე ლეგიონერთან ერთად ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ და ამ ფაქტორმა გუნდთან შეგუება უფრო გამიადვილდა. ესპანურს ნელ-ნელა ვსწავლობ, ლაპარაკი ხან ინგლისურადაც მიწევს. როდესაც მწვრთნელი ვარჯიშზე რაღაცას ხსნის, ბევრ რამეს ვგებულობ, მაგრამ ხანდახან ლეგიონერებთან ერთად ინგლისურად ვსაუბრობ. ხავიერ სუბირაცი, „ვალენსიას“ ყოფილი ფეხბურთელი, ჩემს მიმართ დადებითადაა განწყობილი“ – ამბობს ჯინჯოლავა.

როგორც გიორგი ჯინჯოლავა ამბობს, მისი გუნდში დარჩენის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა: „გუნდთან იჯარა დეკემბერში იწურება. არ ვიცი, დავრჩები თუ არა. ყველაფერი მალე მეცოდინება. მინდა პროგრესი განვაგრძო და უფრო მაღალ ლიგაში ვითამაშო. ოფიციალური შეხვედრები ჩავატარე და ახლა ყველაფერი ნორმალურადაა. უახლოეს მომავალში ახლადაშენებულ სტადიონზე გადავალთ, სადაც კლუბი საშინაო მატჩებს ჩაატარებს. ზოგადად, გუნდს მომავალში დიდი გეგმები და მიზნები გააჩნია“.