ბენჟამინ ტეიდი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის „იბერიაში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ნიგერიელი ნახევარმცველი საქართველოში კარგად ნაცნობი ფეხბურთელია და არაერთი წლის მანძილზე სხვადასხვა ქართული კლუბის ღირსებას იცავდა. ტეიდმა პროფესიული კარიერა 2012 წელს, 18 წლის ასაკში საქართველოს მეორე ლიგის „გაგრაში“ დაიწყო.
2013 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ გადავიდა, თამაშობდა ასევე „ალგეთში“, ხონის „იმერეთში“ მარტვილის „მერანში“, სადაც ოთხი სეზონი გაატარა. 2019 წლის დასაწყისში ტეიდმა კონტრაქტი გააფორმა ბათუმის „დინამოსთან“ და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა. ბათუმის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა და სუპერთასზე გამარჯვება იზეიმა, სამჯერ კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
2022 წლის სეზონის შემდეგ ტეიდი თელ-ავივის „აპოელში“ გადავიდა, თუმცა ორი თვის შემდეგ მოულოდნელად ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა.
30 წლის ნიგერიელი ნახევარმცველი ბოლოს ქუვეითის კლუბ „კაზმაში“ თამაშობდა.