საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი, „შტუტგარტის“ მცველი ბენჟამენ პავარი, ახლოს არის კლუბის გამოცვლასთან. როგორც გაზეთი L’Eqipe წერს, გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ მოთამაშისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღო. მიუნხენელებს ფეხბურთელის შეძენა 35 მილიონ ევროდ შეეძლებათ, თუმცა, არ არის გამორიცხული, „ბაიერნმა“ ეს თანხა გაზარდოს და პავარი უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეიძინოს.
მიმდინარე სეზონში 22 წლის ბენჟამენ პავარმა, ბუნდესლიგაში 14 მატჩი ჩაატარა.