ბელინგემმა „რეალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა #1TVSPORT
ბელინგემმა „რეალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა #1TVSPORT

ჯუდ ბელინგემი მადრიდშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონრაქტსაც ხელი უკვე მოაწერა, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა გერმანული კლუბი დატოვა და მადრიდის „რეალში“ გადავიდა. 19 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „სამეფო კლუბმა“ 103 მილიონი ევრო გადაიხადა, გათვალისწინებულია ბონუსებიც, კონტრაქტი კი 2029 წლამდე გაფორმდა.

ბელინგემი ფეხბურთის ისტორიაში გახდა მეოთხე 20-წლამდე ასაკის მოთამაშე, რომლის შესაძენად 100 მლიონზე მეტი გადაიხადეს.