ბელინგემმა „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა #1TVSPORT
ბელინგემმა „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა #1TVSPORT

ჯუდ ბელინგემს „დორტმუნდიდან“ მადრიდის „რეალში“ სურს გადასვლა.

როგორც გაზეთი AS-ი წერს, ნახევარმცველმა მიიღო გადაწყვეტილება თავის მომავალთან დაკავშირებით – მას 2023-24 წლების სეზონიდან „რეალში“ თამაში უნდა. ინგლისელს მიაჩნია, რომ ესპანური კლუბი საუკეთესო ვარიანტია კარიერის გასაგრძელებლად. უახლოეს მომავალში ის თანხმობას მისცემს „რეალში“ გადასვლაზე.

ფეხბურთელისგან თანხმობის მიღების შემდეგ „რეალი“ მოლაპარაკებებს დაიწყებს „დორტმუნდთან“. მადრიდული კლუბი არ აპირებს 19 წლის მოთამაშეში 120 მილიონ ევროზე მეტის გადახდას. თუ გერმანელები მეტს მოითხოვენ, „რეალი“ უარს იტყვის გარიგებაზე.

ამ სეზონში ცენტრალურ ნახევარმცველს 39 მატჩში 11 გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.