ბელინგემის წარმომადგენლებმა „რეალს“ აცნობეს, რომ „ლივერპული“ ლიდერობს ინგლისელი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში #1TVSPORT
„ლივერპული“ უსწრებს მადრიდის „რეალს“ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემისთვის ბრძოლაში.
როგორც Sport Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი წერს, 19 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებმა აცნობეს „რეალს“, რომ „ლივერპული“ ლიდერობს ინგლისელი ნახევარმცველის ხელში ჩასაგდებად.
ადრე დაიწერა, რომ „რეალს“ ბელინგემის ტრანსფერი თითქმის შეუძლებლად ეჩვენება. ასევე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელინგემების ოჯახს სურს, ჯუდი „ლივერპულში“ გადავიდეს.
მიმდინარე სეზონში 19 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა 22 ოფიციალურ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.