ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი, შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონით დარჩეს ბუნდესლიგაში.
როგორც გაზეთი The Times-ი წერს, 19 წლის ფეხბურთელს არ სურს, დათანხმდეს ტრანსფერს, რომელიც არ იქნება მისთვის „სრულყოფილად“ სწორი.
ბელინგემი 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება „დორტმუნდში“ და არ დათანხმდება ამ ზაფხულს „არასწორ კლუბში“ გადასვლას.
ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ ბელინგემის ტრანსფერით დაინტერესებულნი არიან „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“. „ლივერპული“ გამოეთიშა ფეხბურთელისთვის ბრძოლას.