„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა გერმანული კლუბი დატოვა და მადრიდის „რეალში“ გადავიდა, – ინფორმაციას „დორტმუნდის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
19 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „სამეფო კლუბმა“ 103 მილიონი ევრო გადაიხადა, გათვალისწინებულია ბონუსებიც, კონტრაქტი კი 2029 წლამდე გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ „ტრასნფერმარკტი“ ბელინგემს 120 მილიონ ევროდ აფასებს.
გასულ სეზონში ჯუდ ბელინგემმა 42 მატჩი გამართა, გაიტანა 14 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.