მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველს, ჯუდ ბელინგემს ოპერაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა The Athletic-მა. ინგლისელ ფეხბურთელს მხართან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს ბელინგემს გოლი და შედეგიანი გადაცემა ჰქონდა „ნაპოლის“ (4:2) წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ნახევარმცველმა გამოტოვა ინგლისის ნაკრების ორივე მატჩი ნოემბერში. ექიმებმა ინგლისელს მხრის სახსრის არასტაბილური მდგომარეობა დაუდგინეს.
„ამ მომენტისთვის მას მხარზე პრობლემები აქვს“, – განაცხადა „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ.
ოპერაციის დრო და ადგილი ჯერ გარკვეული არ არის.