ბელინგემი ისტორიაში მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერშიც 100 მილიონზე მეტი გადაიხადეს #1TVSPORT
„დორტმუნდის“ 19 ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა გერმანული კლუბი დატოვა და მადრიდის „რეალში“ ითამაშებს. ხელშეკრულება 2029 წლამდე გაფორმდა და „სამეფო კლუბმა“ ტრანსფერში 103 მილიონი ევრო გადაიხადა.
ამგვარად, ბელინგემი ფეხბურთის ისტორიაში გახდა მეოთხე 20-წლამდე ასაკის მოთამაშე, რომლის შესაძენად 100 მლიონზე მეტი გადაიხადეს.
ჟოაო ფელიქსი (19 წლის ასაკში) – „ბენფიკადან“ „ატლეტიკოში“ (129 მილიონი ევრო, 2019 წელი).
უსმან დემბელე (19 წლის ასაკში) – „დორტმუნდიდან“ „ბარსელონაში“ (140 მილიონი ევრო, 2017 წელი)
კილიან მბაპე (19 წლის ასაკში) – „მონაკოდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ (180 მილიონი ევრო, 2018 წელი)
გასულ სეზონში ჯუდ ბელინგემმა 42 მატჩი გამართა, გაიტანა 14 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.