„დორტმუნდმა“ გერმანიის თასის გათამაშების პირველ მატჩში „დუისბურგი“ გასვლაზე ანგარიშით 0:5 დაამარცხა.
დუისბურგელთა კარში გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი „დორტმუნდის“ 17 წლის ახალწვეული ჯუდ ბელინგემი გახდა, რითაც ახალგარზდა თავდმასხმელმა გერმანული კლუბის ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა.
საქმე ისაა, რომ „დორტმუნდის“ ისტორიაში ბელინგემი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.