ბელგიური გამოცემა ჩაკვეტაძის დიაგნოზს აქვეყნებს - ეს დამაიმედებელი ამბავია
გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა არც ისე საშიში გამოდგა, როგორც თავიდან ფიქრობდნენ – ინფორმაციას გამოცემა Het Laatste Nieuws ავრცელებს.
„სამშაბათს, გიორგი ჩაკვეტაძემ ვენის „რაპიდის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში პენალტი მოიპოვა, მაგრამ ის სასწრაფოდ შეცვალოს და შეხვედრა ვერ დაასრულა. „გენტში” შიშობდნენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებდა, მაგრამ ის 2-3 კვირაში მოედანს უნდა დაუბრუნდეს. „გენტში“ ეშინოდათ, რომ ტრავმა სერიოზული იქნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზეა“, – წერს გამოცემა.
Het Laatste Nieuws დეტალურად ხსნის, საქართველოს ნაკრებისა და „გენტის” 21 წლის შემტევს თუ რეალურად რა სჭირს: „სკანირებამ აჩვენა ძვლის შეშუპება და პატარას მყესის მცირე დაზიანება. შედეგად, ჩაკვეტაძე კიევის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ორივე თამაშს მაინც გამოტოვებს. ამრიგად, „გენტს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში შესასვლელად ბრძოლა ჩაკვეტაძის გარეშე მოუწევს“.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს 8 ოქტომბერს უმასპინძლებს. მატჩამდე სამ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა გიორგი ამ შეხვედრაში გუნდის დახმარებას.