ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძეს ახალი გუნდის მოძებნა გაურთულდება #1TVSPORT
ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძეს ახალი გუნდის მოძებნა გაურთულდება #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws-მა ვრცელი წერილი მიუძღვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ „გენტის“ მთავარი მწვრთნელი ჰაინ ვანჰაზებრუკი ქართველ შემტევის საქმისადმი მიდგომით უკმაყოფილოა.

„სეზონის შესანიშნავი დაწყების შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე მთლიანად გაქრა „გენტიდან“. ჰაინ ვანჰაზებრუკი უარს ამბობს 22 წლის ტალანტზე. ახლა ქართველი დასკვნებს თავად გამოიტანდა.

– მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. დახვეწილი და ტექნიკური შემტევი ნახევარმცველი ოთხი წლის განმავლობაში მიიჩნეოდა ბელგიის მოედნებზე ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად, მაგრამ რამდენიმე ხანგრძლივმა ტრავმამ პოტენციალის სრულ რეალიზებაში ხელი შეუშალა, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისში ჩანდა, რომ „ჩაკს“ მაინც შეეძლო თავისი კვალი დაეტოვებინა. მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ჩაკვეტაძისთვის ახალი დასაწყისი გახდა.

 – ჰაინ ვანჰეზებრუკი ქართველს სათამაშო დროს ეტაპობრივად უზრდიდა, რაც ტრავმისადმი მიდრეკილების გათვალისწინებით, მისი რეაბილიტაციის სწორი გზა იყო. ჩაკვეტაძემ ამ სეზონში პირველად 21 წუთი შეცვლაზე „მეხელენთან“ ითამაშა და ეს, როგორც ჩანს, მისი ბრწყინვალე კლასის დემონსტრირებისთვის საკმარისი იყო.

„მას ჯერ კიდევ კარგი ფეხები აქვს“ – თქვა ჰაინ ვანჰაზებრუკმა მატჩის შემდეგ. მალე მწვრთნელმა გუნდის დიდი, მაგრამ მყიფე ტალანტი ძირითადში ადგილით დააჯილდოვა. ეს იყო „ანდერლეხტთან“ და „სერკლ ბრიუგესთან“ მატჩებში, სადაც ჩაკვეტაძე „გენტის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც კი იყო.

ამ მატჩების შემდეგ ვანჰატზებრუკმაც აღიარა, რომ ქართველი პოპულარობის პიკზეა და გაიზარდა:

„მას საუკეთესო თვისებები აქვს და ზრდას აგრძელებს, ფიზიკურად კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც კიდევ გამოჩენის საშუალებას უფრო მეტად მისცემს“.

– ეს სიტყვები დიდი სტიმული იყო ჩაკვეტაძისა და „გენტისთვის“. მას ოთხწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული აღმოსავლეთ ფლანდრიაში და მთელი ამ ხნის განმავლობაში ხალხი გარკვეულწილად ქართველის თამაშს მონატრებული იყო. რამდენიმე წლის წინ მიშელ ლუვაგიმ (გუნდის გენერალური დირექტორი) უარიც კი თქვა „ტოტენჰემის“ შეთავაზებაზე.

– „ამ ზაფხულში გიორგის საფასურად 15 მილიონი ევროც რომ შემოგვთავაზონ, არ გავუშვებთ. განზრახვა ისაა, რომ „გენტში“ კიდევ ერთი ან ორი წელი დარჩეს“, – განაცხადა ლუვაგიმ 2018 წელს.

– სეზონის დასაწყისში რამდენიმე კარგი თამაშის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე გზას ისევ ასცდა. ჰაინ ვანჰესბრუკმა ათნომრიანი მოთამაშე ბოლო ექვს მატჩში „გენტის“ მატჩების სიაში არ მოახვედრა და ეს ძალიან შემაშფოთებელი შედეგია.

„თუ გიორგი განაცხადში არაა, ეს მხოლოდ მისი ბრალია. ჩაკვეტაძეს აქვს ის თვისებები, რომ ძირითადში ყოველთვის მოხვდეს და ეს არც განიხილება. საქართველოში მას უდიდეს ნიჭად მიიჩნევენ, თუმცა ბოლოს თავის ნაკრებშიც არ უთამაშია. იქ ძალიან ცოტას ვარჯიშობდა. თუ შემდეგ დაბრუნდები და აღარაფერს გააკეთებ, „გენტში“, გაგიჭირდება. ვარჯიშიდან სტატისტიკა რომ მივიღეთ, მისი მაჩვენებლები მართლაც დაბალი იყო. ზოგიერთ დღეებში, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდა. ასე თვითონ უქმნის პრობლემებს საკუთარ თავს, მაგრამ მე უარს ვამბობ მის გაშვებაზე“, – ციტირებს Het Laatste Nieuws ვანჰაზებრუკის მიერ დეკემბრის დასაწყისში ნათქვამ სიტყვებს და ამტკიცებს, რომ ვანხეზებრუკი დაჟინებით მოითხოვდა, ჩაკვეტაძეს „რესტარტი“ გაეკეთებინა, თუ მისი ნიჭის მცირედი გამოვლენა სურდა.

Het Laatste Nieuws-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძის „გენტში“​ ყოფნის ბოლოს კვირეებია და რომ ფეხბურთელი გუნდს 2022 წლის ზამთარში დატოვებს. გასაოცარია: ჩაკვეტაძე შესაძლოა ტოპ-ლიგაში გადავიდეს, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, ევროპის რომელი ლიგის კლუბს სურს მის დამატება. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძეს აქვს ვარსკვლავური პოტენციალი, ტრავმებისადმი მისი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის ნაკლებობა დაინტერესებული კლუბებისთვის დიდი მინუსია. მის ფასს არც ის ზრდის, რომ, ფაქტობრივად, ბოლო ორი წელი არც თამაშობდა.ამიტომ, ქართველს ახალი დამსაქმებლის ძებნა უდავოდ გაურთულდება. რა განსხვავებაა იმასთან შედარებით, რაც იყო რამდენიმე წლის წინ – 2017 წელს, ევროპის ტოპ-კლუბები მისთვის რიგში იდგნენ. მაშინ „ბაიერმა“, „ლევერკუზენმა“, მიუნხენის „ბაიერნმა“, „ტოტენჰემმა“, „ბორნმუთმა“ და „ჰოფენჰაიმმა“ ჩაკვეტაძეს დაუმიზნეს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი 6 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმა იყო, მაგრამ მისი დამატება „გენტმა“ შეძლო, რადგან „თბილისის დინამოსთან“ შეთანხმებას მიაღწიეს.