ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძემ თავი გამოიჩინა #1TVSPORT
ბელგიური გამოცემა - ჩაკვეტაძემ თავი გამოიჩინა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე მომჯობინდა და „გენტის“ შემადგენლობაში მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა – მისი გუნდი „ოსტედეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა 4:1.

გიორგი ჩაკვეტაძემ „ოსტენდესთან“ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესვენების შემდეგ ალექსანდრ დე ბრუინმა შეცვალა, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო.

„ჩაკვეტაძე დაბრუნებას ზეიმობს“, – იუწყება ბელგიური ყოველდღიური გგამოცემა Het Laatste Nieuws, რომლის ცნობითაც, 21 წლის ქართველმა შემტევმა შეხვედრა კარგად ჩაატარა.

ჰეინ ვანჰაზებროკმა („გენტის“ მთავარი მწვრთნელი) ბევრი ფეხბურთელი ათამაშა. „გენტში“ ჩაკვეტაძემ შესვენებამდე ითამაშა, ხოლო დე ბრიუინმა – შესვენების შემდეგ. პირველმა თავი კარგი თამაშით გამოიჩინა, მეორემ კი შესვენების შემდეგ გაიტანა“, – წერს ბელგიური გამოცემა.