ბელგიური ფეხბურთში დიდი სკანდალია. „ბრიუგეს“, „ანდერლეხტის“, „სტანდარდისა“ და ქვეყნის მთავარი ლიგის სხვა კლუბების ოფისებში, პოლიცია შევიდა. მასშტაბური რეიდის საფუძველი, ჩაწყობილ თამაშებზე ეჭვი, დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და სხვა ფინანსური მაქინაციები გახდა.
ეჭვმიტანილთა შორის არის გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტის“ ხელმძღვანელობაც. დაკავებულთა შორის არიან – მსაჯები და აგენტები.
ბელგიაში სულ 44 რეიდი განხორციელდა. პლუს ამას, სპეცოპერაცია ჩატარდა საფრანგეთში, ლუქსემბურგში, კვიპროსში, ჩერნოგორიაში, სერბეთსა და მაკედონიაში. როგორც აღმოჩნდა, ეს არის იმ გამოძიების შედეგი, რომელიც სათავეს 2017 წლიდან იღებს.