ბელგიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს
ბელგიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს

“ბორჯღალოსნები” ბელგიის ნაკრებს 10 თებერვალს, ქუთაისში, “აია არენაზე” უმასპინძლებენ.

აღნიშნულ შეხვედრაში მერაბ შარიქაძე მონაწილეობას არ მიიღებს და კაპიტნის ფუნქცია გიორგი ნემსაძეს დაეკისრა.

ეს მატჩი ნემსაძისათვის 77-ე სანაკრებო თამაში იქნება და მას პირველად უწევს მოედანზე “ბორჯღალოსნების” კაპიტნის რანგში გასვლა.

“ნაკრებს პირველად ვუკაპიტნებ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ისეთი მოთამაშეების შემდეგ, როგორებიც მამუკა გორგოძე და მერაბ შარიქაძე არიან. ბიჭებს ვთხოვე, რომ ყველანაირად დამეხმარონ და ყველანი ერთად ვიყოთ კაპიტნები“ – განაცხდა გიორგი ნემსაძემ.

იგი “ბორჯღალოსნების” 30-ე კაპიტანი იქნება.

ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობა დღეს, 19 საათამდე გამოცხადდება.