ბელგიური პრესა იტყობინება, რომ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის აგენტის პატრიკ დე კოსტერის ოფისში ფედერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა მოაწყვეს. გამოძიებას, რომლის დეტალებსაც ჯერ არ ასახელებენ, ბრიუსელელი მოსამართლე მიშელ კლეზი ატარებს. ფედერალურმა პროკურატურამ დაადასტურა დე კოსტერის სახლში ჩატარებული რეიდი.
აღვნიშნავთ, რომ კლეზი ადრე კურირებდა ლიეჟის „სტანდარდში“ ჩატარებულ მსგავს რეიდებს. მან, აგრეთვე, მოთამაშეთა ტრანსფერებისას ფინანსურ მაქინაციებში ბრალი წაუყენა კრისტოფ ენტორს, რომლის კლიენტი გახლავთ „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა.