ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო 2024-ისთვის შემადგენლობა დაასახელა - ტიბო კურტუა განაცხადში ვერ მოხვდა #1TVSPORT
ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკუმ ევრო 2024-ისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში 25 ფეხბურთელია, თუმცა მათ შორის ვერ მოხვდა მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა, რომელსაც ტრავმის გამო მთელი საკლუბო სეზონი გაუცდა და მოედანს მაისში დაუბრუნდა.
ბელგიელები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში რუმინეთთან, სლოვაკეთსა და უკრაინასთან ერთად ითამაშებენ.
ბელგიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: კოენ კასტელსი (ვოლფსბურგი) ტომას კამინსკი (ლუტონი) მატს სელსი (ნოტინგემ ფორესტი).
მცველები: ტიმოთი კასტანი (ფულემი) მაქსიმ დე კუიპერი (ბრიუგე) ვუტ ფასი (ლესტერი) ტომას მუნიე (ტრაბზონსპორი) არტურ ტეატე (რენი) იან ვერტონგენი (ანდერლეხტი) ზენო დებასტი (ანდერლეხტი).
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მან. სიტი) ორელ მანგალა (ლიონი) ამადუ ონანა (ევერტონი) იური ტილემანსი (ასტონ ვილა) ართურ ვერმეერენი (ატლეტიკო) აქსელ ვიტსელი (ატლეტიკო) ასტერ ვრანქსი (ვოლფსბურგი).
შემტევები: იოჰან ბაკაიოკო (პსვ) იანიკ კარასკო (ალ შაბაბი) შარლ დე კეტელაარე (ატალანტა) ჟერემი დოკუ (მან. სიტი) რომელუ ლუკაკუ (რომა) დოდი ლუკებაკიო (სევილია) ლოის ოპენდა (ლაიფციგი) ლეანდრო ტროსარი (არსენალი).