ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფიფა-ს რეიტინგის ლიდერი ბელგიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა.
„სკუადრა აძურამ“ ბელგიის ეროვნული გუნდი ძირითად დროში დაამარცხა (1:2) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბელგიის ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ კომენტარი გააკეთა, რომელიც უეფა-ს პრესსასახურმა გაავრცელა:
„ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირიდან გამოვარდნა ყოველთვის რთული გადასატანია. ჩვენ ვიცოდით, რომ წინ მძიმე თამაში გველოდა. ორი მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქე მეკარემ იხსნა. ამასთანავე, ჩვენ ძალიან ადრე მივეცით იტალიელებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა.
რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლოა, სხვაგვარად დამთავრებულიყო, მაგრამ იტალიის ნაკრები გამარჯვებას იმსახურებდა“.