ბელგიელი ველომრბოლელი ბიორგ ლამბრეხტი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. პოლონეთში მიმდინარე რბოლის დროს, მესამე ეტაპისას, სპორტსმენი წაიქცა, თავი ბორდიურს დაარტყა და გონება დაკარგა. პირველი დახმარება მას ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და საავადმყოფოშო გადაიყვანეს, თუმცა იქ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
22 წლის ლამბრეხტმა გასულ წელს თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა „ლოტოსთან“, მიმდინარე წელს კი „ამსტელ გოლდზე“ მეექვსე შედეგი აჩვენა.