ბელგიურმა გამოცემა Footnews-მა გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა. ამსტერდამის „აიაქსში“ მის მდგომარეობას „აუტანელი ტკივილი“ უწოდა და ქართველი თავდამსხმელის ბელგიურ „სერენში“ თამაში გაიხსენა.
„„სერენის“ ყოფილი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, როგორც ჩანს, ურთულეს ვითარებაშია. 23 წლის ცენტრფორვარდი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამის კლუბმა „მეცს“ ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაუხადა, მაგრამ გარიგება ერედივიზიის კლუბის სპორტული დირექტორის სურვილი იყო და არა მწვრთნელის. დღეს კი ამის გამო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზარალდება – ბოლო ოთხ მატჩში მიქაუტაძეს „აიქსში“ ერთი წუთიც არ უთამაშია.
ნიდერლანდების დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ გიორგიმ ყველა შეჯიბრში შვიდ მატჩში 245 წუთი ითამაშა. დროა, ლეგენდარულმა კლუბმა ქართველ თავდამსხმელს თავის გამოჩენის შანსი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გუნდში დატოვება შეუძლებელი იქნება – მის ასაკში ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკა განსაკუთრებით საჭიროა“, – წერს ბელგიური გამოცემა.
Footnews-მა გულშემატკივრებში გამოკითხვაც ჩაატარა. კითხვაზე – უნდა სცადოს თუ არა რომელიმე ბელგიურმა კლუბმა მიქაუტაძის იჯარით შეძენა? – დადებითი პასუხი მკითხველთა 88%-მა გასცა.