ბელგიაში საჩოგბურთო მატჩების ჩაწყობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

15:24, 05.06.2018

ბელგიის პოლიციამ იმ 13 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან საჩოგბურთო მატჩების ჩაწყობაში. ეს ინფორმაცია ბელგიის ფედერალური პროკურატურის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. იტყობინებიან, რომ ყველა დაკავებული, ჯერჯერობით, დაკითხვას ელოდება და დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

გამოძიების ვერსიით, 2014 წელს, 13 ადამიანმა, რომლებიც ბელგიისა და სომხეთის მოქალაქეები იყვნენ, Futures-სა და Challenger-ის ტურნირებზე საჩოგბურთო მატჩები ჩააწყვეს. თაღლითები მოთამაშეების მოსყიდვით იყვნენ დაკავებული, ხოლო საჭირო შედეგებით მიღებული ფული საზღვარგარეთ გაჰქონდათ.

დამნაშავეების დაკავების ოპერაციაში ჰოლანდიის, გერმანიის, ბულგარეთის, საფრანგეთისა და სლოვაკეთის გამომძიებლები იღებდნენ მონაწილეობას.

მსგავსი