ბელგიაში მეორე საფეხბურთო კლუბი გაკოტრდა
ბელგიაში მეორე საფეხბურთო კლუბი გაკოტრდა

ბელგიის კომერციური სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბი „ლოკერენი“ გაკოტრებულად გამოაცხადდა, – იტყობინება ვებგვერდი HLN.be.

ბელგიურმა კლუბმა ვერ შეძლო 5 მილიონი ევროს ოდენობის ვალის დაფარვა და აღარ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამა წლის ივნისში „ლოკერენს“ დაარსებიდან 50 წელი უსრულდებოდა.

„ლოკერენი“ 1980-81 წლების სეზონში ბელგიის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, აგრეთვე, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი (2012 და 2014 წლებში). ამ სეზონში გუნდი ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში გამოდიოდა.

„ლოკერენს“ აქვს შესაძლებლობა, გაერთიანდეს ქვედა ლიგების გუნდებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაქრება ბელგიის საფეხბურთო რუქიდან.

ბოლო პერიოდში ეს ბელგიური საფეხბურთო კლუბის გაკოტრების მეორე შემთხვევაა. მანამდე, იგივე ბედი ეწია ლიეჟის „სტანდარდს“.