ბელგიაში, საფეხბურთო მოედანზე მამაკაცმა თავი აიფეთქა
ბელგიაში, საფეხბურთო მოედანზე მამაკაცმა თავი აიფეთქა

ბელგიის ქალაქ ვერვიეში მამაკაცმა საფეხბურთო მოედანზე თავი აიფეთქა, – იტყობინება hln.be.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებისას სხვა არავინ დაზარალებულა.

პოლიციას მიაჩნია, რომ მომხდარი დიდი ალბათობით თვითმკვლელობა იყო და არა ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობა.

დაღუპულის გვარი არ სახელდება, მაგრამ მითითებულია, რომ ის ყოფილი ჯარისკაცია, რომელიც სტადიონთან ახლოს ცხოვრობდა.

„მოწმემ პოლიციელს უთხრა, რომ ვიღაც იდგა მოედნის ცენტრში და მოულოდნელად, თავი აიფეთქა“, – ამბობს პოლიციის წარმომადგენელი.