მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბელგიის ნაკრებმა ტურნირის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა – საკუთარ მოედანზე 4:1 გაანადგურა კოსტა რიკის ნაკრები.
პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს – კოსტა რიკა 24-ე წუთზე ბრაიან რუისმა დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ, ბელგიელებმა თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანეს. დუბლი შეასრულა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, თითო გოლი დრის მერტენსისა და მიში ბატშუაის ანგარიშზეა.
უსიამოვნო ეპიზოდს ჰქონდა ადგილი გუნდის ლიდერთან, ედენ აზართან დაკავშირებით, რომელმაც ტრავმა მიიღო და 70-ე წუთზე შეცვალეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ „ჩელსის“ ნახევარმცველმა სერიოზული დაზიანება აიცილა თავიდან და მწყობრშია.
ბელგიის ნაკრების შემადგენლობა:
კურტუა, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ბოიატა (დენდონკერი, 66), მონიე (შადლი, 46), ვიტცელი, დე ბრუინი (ტილემანსი, 71), კარასკო, ე. აზარი (დემბელე, 70), მერტენსი (ბატშუაი, 52), ლუკაკუ (ტ. აზარი, 65).