ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი - მიქაუტაძეს ბევრი კლუბი აკვირდება
ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი - მიქაუტაძეს ბევრი კლუბი აკვირდება

გიორგი მიქაუტაძეს ბელგიის, საფრანგეთისა და ინგლისის კლუბები აკვიდრებიან – ინფორმაციას „ვოეტბალნიუსი“ ავრცელებს.

ბელგიური გამოცემის მტკიცებით, ევროპულ გუნდებს ქართველის შედეგიანი თამაში მხედველობიდან არ გამორჩენიათ.

„ბელგიის პირველი დივიზიონის მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი სენსაცია უდავოდ გიორგი მიქაუტაძეა. „სერენის“ თავდამსხმელს სისტემატიურად გააქვს და დიდი წილი შეიტანა მისი გუნდის გათამაშების ლიდერობაში. ბუნებრივია, ამით ბევრი გუნდის ინტერესი გამოიწვია. მიმდინარე სეზონში 19 წლის თავდამსხმელმა 7 თამაშში 14 გოლი გაიტანა. ამ წარმოუდგენელი მაჩვენებლების გამო, მიქაუტაძეს აკვირდებიან ბელგიის მთავარი ლიგის, საფრანგეთის ლიგა 1-სა და ინგლისის კლუბები“, – წერს გამოცემა.

მიქაუტაძე „სერენმა“ წელს ზაფხულში იჯარით დაიმატა საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეციდან“, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს.

„მას საერთაშორისო სანაკრებო დონეზე გამოცდილებაც გააჩნია. მიქაუტაძე უკვე იყო საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, მაგრამ ახლა მისით საქართველოს ფედერაციაც დაინტერესდა“, – ვკითხულობთ „ვოეტბალნიუსის“ წერილში.