საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ გამოიძიებს იმ ბელარუსი სპორტსმენების განცხადებას, რომლებმაც საკუთარი აზრი გამოთქვეს ან პროტესტი გამოხატეს ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდრ ლუკაშენკოს კიდევ ერთხელ არჩევის შესახებ. ოლიმპიურმა კომიტეტმა გააფრთხილა ბელარუსი, რომ ქვეყანა შეიძლება მკაცრად დაისაჯოს გამოძიების შედეგების მიხედვით.
კერძოდ, ბელარუსს, შესაძლოა, არ მისცენ საკუთარი დროშით გამოსვლის უფლება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. დროშის აკრძალვა შედის იმ სანქციების რიცხვში, რომელიც ხელმისაწვდომია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის, თუ გადაწყდება, რომ ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელსაც ლუკაშენკო ხელმძღვანელობს, ოლიმპიური ქარტია დაარღვია.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პირობა დადო, რომ დაიცავს ბელარუს სპორტსმენებს იმ შემთხვევაშიც, თუ ორგანიზაციის აღმასკომი გადაწყვეტს ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დასჯას. ასეა თუ ისე, ათლეტები შეძლებენ 2021 წელს თამაშებზე გამოსვლას ნეიტრალური დროშით.