ბელარუსმა სპორტსმენმა ოლიმპიური ოქრო გაყიდა და მეგობრის მკურნალობის საფასური გადაიხადა
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონმა ფრისტაილში, ბელარუსმა ალექსეი გრიშინმა, აუქციონზე გაიტანა ოქროს მედალი. ჯილდო 61.6 ათას ევროდ გაიყიდა.
აუქციონი ბოსტონში გაიმართა. Inside The Games-ის მონაცემებით, მედალი შეიძინა კოლექციონერმა ბელარუსიდან. ასევე გრიშინმა 25.4 ათასი ევრო გამოიმუშავა 2002 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის სანაცვლოდ. მიღებული თანხით ყოფილმა სპორტსმენმა დააფინანსა ახლო მეგობრის ოპერაცია. ამის შესახებ მოყვა აუქციონის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბობი ლივინგსტონმა.
„ბედნიერები ვართ, რომ მედალი ბელარუსში დაბრუნდება. გრიშინი აპირებს მიღებული თანხით დაფაროს ოპერაცია და სხვა სამედიცინო ხარჯები თავისი უახლოესი მეგობრისთვის. ყველა მხარე გამარჯვებული გამოვიდა ამ გარიგებიდან“, – განაცხადა მან.
გრიშინი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ბელარუსიდან ზამთრის თამაშებზე. მან კარიერა 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის შემდეგ დაასრულა.