ბელარუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსირების შეწყვეტა მოთხოვეს
ბელარუსი სპორტსმენების თავისუფალი გაერთიანების (SOS BY) მონაწილეებმა წერილით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს ბელარუსი ათლეტების პოლიტიკური მოტივებით დისკრიმინაციის გამო.
წერილის ავტორების სიტყვებით, ის ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლების პოლიტიკას, რეპრესიების მსხვერპლნი არიან სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის, ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან. „ლაპარაკია განთავისუფლებებზე, ტურნირებიდან მოხსნაზე, ნაკრების შემადგენლობიდან გაძევებაზე“, – ამბობს ერთ-ერთი სპორტსმენი.
მათ მოიყვანეს 22 ბელარუსელი სპორტსმენის მაგალითი, რომლებიც დევნის ობიექტები არიან, აგრეთვე, გაიხსენეს ცნობილი ბელარუსი კალათბურთელის ელენა ლევჩენკოს დაპატიმრება – მას 15 დღე მიუსაჯეს მინსკში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის.
დოკუმენტის ავტორებმა მოუწოდეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – გამოიძიოს ბელარუსი სპორტსმენების მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის ფაქტები, აგრეთვე, შეაჩეროს ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსირება სიტუაციის ნორმალიზებამდე.